
საფრანგეთი 2027 წლის არჩევნების წინ YouTube-ის ბლოგერებს პოლიტიკური მიკერძოების კუთხით დააკვირდება.
საფრანგეთის მედიარეგულატორმა, Arcom-მა, განაცხადა, რომ მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ ონლაინ-ინფლუენსერებს პოლიტიკური მიკერძოების კუთხით დააკვირდება.
დასავლური მედიის შეფასებით, ეს უწყების უფლებამოსილებების მნიშვნელოვან გაფართოებას ნიშნავს. დასვლური მედია წერს, რომ ეს ცვლილება ასახავს YouTube-ის ბლოგერების, ასევე სხვა ონლაინ-ინფლუერენსების მიერ მომხმარებლებზე მზარდ გავლენას, რადგან მათი აუდიტორია, განსაკუთრებით ახალგაზრდებში, ზოგჯერ შესაძლოა, უფრო დიდი იყოს, ვიდრე ტრადიციული მედიასაშუალებების აუდიტორია.
„არსებობს ახალი ფენომენი – ის უკვე აქ არის და მასშტაბურია“, – განაცხადა პარიზში გამართულ პრესკონფერენციაზე Arcom-ის პრეზიდენტმა, მარტინ აჯდარიმ.
Arcom-ის წესების თანახმად, საარჩევნო კამპანიის საწყის ეტაპზე პრეზიდენტობის კანდიდატებს უნდა დაეთმოს საეთერო დრო, რომელიც მათი სავარაუდო საარჩევნო მხარდაჭერის პროპორციული იქნება. თუმცა, 5-დან 30 აპრილის ჩათვლით, ყველა კანდიდატს თანაბარი საეთერო დრო უნდა დაეთმოს.
აჯდარიმ ხაზი გაუსვა, რომ Arcom-ი მხოლოდ ვიდეოშინაარსის მსხვილ ფრანგ შემქმნელებს დააკვირდება, ხოლო აუდიოფორმატის პოდკასტერებს ეს არ შეეხება.
„ეს საკითხი განსაკუთრებით მწვავედ დგება იმ ავტორების შემთხვევაში, რომელთა აუდიტორიაც ტრადიციული სატელევიზიო არხების აუდიტორიას აღემატება“, – დასძინა აჯდარიმ.
საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნები მომავალ წელს, 18 აპრილსა და 2 მაისს გაიმართება. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებში ამჟამად ულტრამემარჯვენე ლიდერი მარინ ლე პენი ლიდერობს. მოსალოდნელია, რომ ივნისში საპარლამენტო არჩევნებიც ჩატარდება.
0
0