28/10/2024
13:35
პოლიტიკა
„ყველამ უნდა მიიღოს ეს შედეგები და მოძებნონ ერთმანეთთან თანამშრომლობის გზები. უნდა მოუსმინოთ ერთმანეთს და არა მხოლოდ ოპოზიციას და კოალიციურ პარტნიორებს, რომლებიც მთავრობას ჩამოაყალიბებენ და ერთად ითანამშრომლონ.“- ამის შესახებ რადიო “სივრცის” ეთერში საერთაშორისო დამკვირვებელმა რეინის ტოჩელოვსკისმა განაცხადა.
„ყველამ უნდა მიიღოს ეს შედეგები და მოძებნონ ერთმანეთთან თანამშრომლობის გზები. უნდა მოუსმინოთ ერთმანეთს და არა მხოლოდ ოპოზიციას და კოალიციურ პარტნიორებს, რომლებიც მთავრობას ჩამოაყალიბებენ და ერთად ითანამშრომლონ. ეს თქვენი ქვეყანაა და მხოლოდ პოოლიტიკოსები, რომლებსაც თქვენ ირჩევთ, განსაზღვრავენ ქვეყნის მომავალს და სტაბილურობას. მხოლოდ იმას დავამატებდი, რომ ჩემი კომენტარები არ ეხება მხოლოდ ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო საზოგადოებასაც. ხშირად ხდება სინამდვილიდან გადახვევა და სიმართლის გასაგებად ამ პროცესში მონაწილე ყველა მხარეს უნდა მოუსმინონ. საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა მიიღოს და დააფასოს ქართველი ხალხის მიერ გაკეთებული თავისუფალი არჩევანი, რასაც არჩევნების შედეგებიც აჩვენებს. მოგვწონს თუ არა, მათი არჩევანი უნდა მივიღოთ და დავაფასოთ.“ - განაცხადა საერთაშორისო დამკვირვებელმა რეინის ტოჩელოვსკისმა.
0
0