10/11/2024
12:02
პოლიტიკა
საერთაშორისო ლეგიტიმაცია ივანიშვილის სპეცოპერაციის შედეგად დამდგარ შედეგს არ გააჩნია. ჩვენი შეხვედრის მთავარი თემა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან იქნება 26 ოქტომბრის არჩევნები ,- ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა ევროპელი პოლიტიკოსების საქართველოში ვიზიტზე საუბრისას განაცხადა.
ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან კომუნიკაცია.
„რა თქმა უნდა, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, ისევე როგორც, სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ვხვდებით დელეგაციას. მნიშვნელოვანია ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან კომუნიკაცია. რა კომუნიკაციაც გვაქვს და რაც მომავალში გვექნება, კიდევ უფრო წარმოაჩენს იმას, რომ საერთაშორისო ლეგიტიმაცია ივანიშვილის სპეცოპერაციის შედეგად დამდაგრ შედეგს არ გააჩნია და ამ შეხვედრის მთავარი თემაც იქნება ეს“ , - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
ცნობისთვის, პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაილ როთმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ ფინეთის, შვედეთის, საფრანგეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის, პოლონეთისა და გერმანიის პარლამენტების კომიტეტების თავმჯდომარეები 11 ნოემბერს თბილისს ეწვევიან. მიხაილ როთთან და ჟიგიმანტას პავილიონისთან ერთად თბილისს ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მარკო მიხელსონი, ლატვიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ინარა მურნიეცე, ფინეთის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე იუკა კოპრა, საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის ევროპულ საქმეთა კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი ფრედერიკ პეტი, შვედეთის პარლამენტის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ერიკ ოტოსონი და პოლონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის წევრი მიჰაუ კამინსკი ეწვევიან.
0
0
მცხეთაში ყვავილების ჯიხურში ხანძარია
12/11/2024