სიდნეიში, სავაჭრო ცენტრში თავდასხმის შედეგად საქართველოს მოქალაქის დაღუპვის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, საელჩო კონტაქტზეა გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან და მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები.
"ქართული მხარისთვის ცნობილი არის სიდნეიში, სავაჭრო ცენტრზე თავდასხმის შედეგად, საქართველოს (და ავსტრალიის) მოქალაქის გარდაცვალების შესახებ. ჩვენ თანავუგრძნობთ გარდაცვლილის ოჯახის წევრებს და ასევე, ავსტრალიის მთავრობას და ხალხს აღნიშნული ინციდენტის შედეგად დაღუპულების გამო. ქართული მხარე შეშფოთებას გამოთქვამს მომხდარის გამო.
საქართველოს საელჩო კონტაქტზეა გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან და მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები", - წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 13 აპრილს, სიდნეის სავაჭრო ცენტრში მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმას ქართველი ქალი ემსხვერპლა.
0
0
ლონდონში სიცხემ 263 ადამიანი იმსხვერპლა
09/07/2025