
ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ლაშა ჟვანია, ქვეყანაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს სიფრთხილის ზომების მიღებისკენ მოუწოდებს.
,,ისრაელში მყოფ თანამემამულეებს შეგახსენებთ უსაფრთხოების წესებს განგაშის სიგნალის ამოქმედების შემთხვევაში:
შენობაში ყოფნისას - უნდა შეხვიდეთ სპეციალურ დაცულ სივრცეში/თავშესაფარში, დაკეტეთ კარ-ფანჯრები;
შენობის გარეთ ყოფნისას - იმ შემთხვევაში თუ ახლოს არ მდებარეობს სპეციალური თავშესაფარი ან არ არის არც ერთი შენობა, დაწექით და თავზე დაიფარეთ ხელები;
ავტომობილში - გააჩერეთ, გადმოდით ავტომობილიდან და შედით უახლოეს შენობაში ან თავშესაფარში.
თუ თქვენს ახლოს შენობა ან თავშესაფარი არ მდებარეობს, გადმოდით მანქანიდან დაწექით და თავზე დაიფარეთ ხელები;
დაუშვებელია შენობის შესასვლელში, სადარბაზოებში მოქალაქეების გაჩერება;
სხვა ინსტრუქციის არ არსებობის შემთხვევაში სირენის/განგაშის სიგნალის დასრულებიდან 10 წუთის შემდეგ შეგიძლიათ დატოვოთ შენობა;დაუშვებელია ჩამოგდებულ რაკეტასთან ან სხვა ობიექტთან მიახლოება. ასეთ შემთხვევაში მოუწოდეთ მოქალაქეებს არ მიუახლოვდნენ ობიექტს/ჩამოგდებულ რაკეტას და აცნობეთ პოლიციას.
თვალყური ადევნეთ მედიას შემდგომი ინსტრუქციების მისაღებად. მშვიდობას ვუსურვებთ ისრაელს და ისრაელის მოსახლეობას", - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც ქართველი დიპლომატი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
0
0