
"კარგია, რომ ნიკა მელია გამოცოცხლებულია და იძულებულია გარეთ გამოვიდეს, სადმე რამის კეთება თუ შეუძლია, აკეთოს",- ამის შესახებ, “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
"გულწრფელად არ მესმის, როდესაც საუბარია ჩემი და ჩემი მეგობრების მიერ დაგეგმილ აქციაზე, რომელიც არის სახელმწიფო კანცელარიასთან და შემდეგ, ბიძინა ივანიშვილის სახლთან, რატომ შეიძლება აღიქმებოდეს ვინმესთვის პრობლემად. მეტიც, მემგონი საზოგადოება კარგად ხედავს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ჯერ კიდევ მოქმედი თავმჯდომარე არის გააქტიურებული. ნიკას მეგობრები ადგილს იწუნებდნენ და ამბობდნენ, რომ მშვიდობის ხიდთან იკრიბებოდნენ და დღეს ნიკა არ არის მშვიდობის ხიდზე. სადმე რამის კეთება თუ შეუძლია აკეთოს. კარგია რომ გამოცოცხლებულია და იძულებულია გარეთ გამოვიდეს,"- აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობის კანდიდატი ლევან ხაბეიშვილი.
0
0