ჩემი სახელით არ ვადასტურებ, რომ „ნაციონალური მოძრაობა 2-ის“ შექმნა უნდა ვინმეს, ან მე მინდა იქ ყოფნა,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ევროოპტომისტების“ დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
აღნიშნულით მან წამყვანის კითხვას უპასუხა, შესაძლებელია თუ არა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრებისგან მივიღოთ „ნაციონალური მოძრაობა 2“.
ამასთან, მან განმარტა, რომ მისი ადგილი არ არის იქ, სადაც ყოფილი თავდაცვის მინისტრის, დავით კეზერაშვილის რაიმე ინტერესი იქნება.
„მე შემიძლია გავაჟღერო ჩემი მოსაზრება. სადაც არის დავით კეზერაშვილის რაიმე სახის ინტერესი, ან ნებისმიერი პოლიტიკური სუბიექტის, რომელიც არ არის ღიად ჩართული პოლიტიკაში და უნდა გავლენა, იქ ჩემი ადგილი არ არის. მე აქ არაფერი მაქვს დასამალი. ეს იყო ჩემი უთანხმოება პარტიასთან. ვფიქრობ, პოლიტიკა უნდა იყოს საჯარო, ადამიანები, ვინც რეალურად წინ არიან, ფრონტის ხაზზე, ესენი უნდა იყვნენ პასუხისმგებლები საკუთარი თავით ქვეყნის წინაშე. ეს არის ჩემი მოსაზრება“,- აღნიშნა დეკანოიძემ.
0
0