01/09/2023
18:54
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრას ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი “ტვიტერით” ეხმაურება და წერს, რომ ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს ევროკავშირის სრული მხარდაჭერა აქვს.
მიშელი იმ ვალდებულებებს ახსენებს, რომელიც სტატუსის მისაღებად ქვეყანამ უნდა შეასრულოს:
"მივესალმები პრეზიდენტ ზურაბიშვილის მისწრაფებას ევროკავშირის გზაზე, თქვენ გაქვთ ევროკავშირის სრული მხარდაჭერა. ევროკომისიის გადაწყვეტილება საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებაზე, ისტორიული შესაძლებლობაა.
საჭიროა შემდგომი რეფორმები - მართლმსაჯულება, დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია და ინკლუზიური პოლიტიკური კულტურის ჩამოყალიბება." წერს შარლ მიშელი.
ასევე განცხადება გაავრცელა ევროპულმ საბჭომ. “შარლ მიშელმა შეაქო სალომე ზურაბიშვილის წვლილი ევროპული პერსპექტივისკენ წინსვლისაში, განსაკუთრებით, შეწყალების უფლების გამოყენება, რამაც ხელი შეუწყო დეპოლარიზაციას” - აღნიშნულია განცხადებაში.
0
0