
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, 2023 წლის მონაცემებით, ევროპის რეგიონში, ტუბერკულოზის ინფექციები ბავშვებში 10%-ით გაიზარდა, რაც მიუთითებს დაავადების მუდმივ გადაცემასა და, მისი გავრცელების პრევენციის მიზნით, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის მიერ დაუყოვნებლივი ზომების მიღების აუცილებლობაზე.
,,2023 წელს, ევროპულ რეგიონში, რომელიც მოიცავს ევროპისა და ცენტრალური აზიის 53 ქვეყანას, 7500-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა 15 წლამდე ასაკის ბავშვებში, რაც 2022 წელთან შედარებით 650-ზე მეტითაა გაზრდილი. ტუბერკულოზით დაავადებული ბავშვების რაოდენობის შემაშფოთებელი ზრდა გვახსენებს, რომ მიღწეული პროგრესი კონკრეტული დაავადების მკურნალობაში, რომლის პრევენცია და მკურნალობა შესაძლებელია, სტაბილური არ არის. საერთო შემთხვევების ზრდა ასევე შეიძლება გამოწვეული იყოს მოსახლეობის საზღვრისპირა გადაადგილების გაზრდით, რუსეთ-უკრაინის ომის გამო. შემაშფოთებელი სცენარია ისიც, რომ დაფინანსების შემცირების შედეგად, ზარალდება ტუბერკულოზის პროგრამები ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებში, რაც ხელს უწყობს რთულად სამკურნალო შტამების ზრდას. ასევე დაზარალდა რამდენიმე ადგილობრივი სამუშაო ძალა და დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მიწოდება რისკის ქვეშ რჩება“, - თქვა ევროპის რეგიონში ჯანმო-ს ტუბერკულოზის საკითხებში რეგიონალურმა მრჩეველმა ასკარ იედილბაევმა.
0
0