
კანონმდებლები კანონთან კონფლიქტში მყოფ, 14 წლამდე პირებთან მიმართებით სპეციალურ კანონზე მუშაობას იწყებენ.
საკითხს დღეს ორ კომიტეტზე განიხილავენ. მმართველი გუნდის განმარტებით, მოქმედი კოდექსი, დანაშაულის ჩადენის მიუხედავად, არასრულწლოვანის დაკავების უფლებას არ იძლევა და საჭირო იყო ამ მიმართულებით ცვლილება.
კანონპროექტის ავტორები ამბობენ, რომ ინიციატივა გერმანული მოდელის ანალოგია. ინიციატივას კრიტიკულად აფასებენ ოპოზიციაში.
პარტია "გირჩის" სათათბიროს წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი აცხადებს, რომ არასრულწლოვნები იშვიათად სჩადიან დანაშაულს.
"როდესაც არასრულწლოვანი სჩადის, როგორც წესი, ყოველთვის ვიღაც არის სრულწლოვანი, რომელიც ამას აორგანიზებს და ამისგან სარგებელს იღებს. პოლიციას, როგორც წესი, არ აქვს ნერვი ან სურვილი, რომ ეს ყველაფერი გამოიძიოს და ამიტომ ეს ბრალდება არასრულწლოვნებს. საბოლოო ჯამში, სურვილი "მოდი ბავშვები დავსაჯოთ", გამოწვეულია იმით, რომ პოლიცია ცუდად მუშაობს ან არ აქვს სურვილი, რომ დასაჯოს ის, ვინც ნამდვილად დასასჯელია", - აცხადებს რაქვიაშვილი.
0
0