02/03/2023
14:31
მსოფლიო
საბერძნეთში, სარკინიგზო ავარიის გამო, რომელსაც 43 ადამიანი ემსხვერპლა, საპროტესტო აქციები დაიწყო.
ათენში, პოლიციასა და კომპანია Hellenic Train-ის შტაბ-ბინასთან (კომპანია, რომელიც პასუხისმგებელია საბერძნეთის რკინიგზის ტექნიკურ მომსახურებაზე) მეამბოხეებს შორის შეტაკება მოხდა. საპროტესტო აქციები ასევე გაიმართა სალონიკსა და ქალაქ ლარისაში, სადაც სტიქია 28 თებერვალს, ღამით, მოხდა.
საბერძნეთის მთავრობამ განაცხადა, რომ დამოუკიდებელი გამოძიების შედეგად, სიმართლე ყველასთვის ცნობილი გახდება. საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა პირობა დადო, რომ მომხდარის მიზეზების დასადგენად სრულყოფილი და დამოუკიდებელი გამოძიება ჩატარდება. მომხდარი ტრაგედიის გამო საბერძნეთის ტრანსპორტის მინისტრმა თანამდებობა დატოვა.
ლარისაში რკინიგზის სადგურის 59 წლის სპეციალისტს გაუფრთხილებლობით მკვლელობის ბრალდება წაუყენეს. მან უარყო რაიმე სახის დარღვევის ჩადენა და ავარიის მიზეზად მატარებლის ტექნიკური გაუმართაობა დაასახელა. როგორც საპროტესტო აქციის მონაწილეები აცხადებენ, მთელი სისტემის ნაცვლად პასუხი მხოლოდ ერთმა სპეციალისტმა არ უნდა აგოს.
სარკინიგზო კავშირის წევრები თვლიან, რომ, რამდენიმე წლის განმავლობაში მათ მიერ ხელისუფლების განმეორებითი გაფრთხილებების მიუხედავად, უსაფრთხოების სისტემები გამართულად არ მუშაობდა. პროტესტისა და გლოვის ნიშნად, რკინიგზის თანამშრომლები დღეს გაფიცვას გეგმავენ.
ქვეყნის მასშტაბით, სამდღიანი გლოვა გამოცხადდა ინციდენტის შემდეგ, რომლის დროსაც ერთმანეთს სამგზავრო და სატვირთო მატარებლები შეეჯახა, წინა ვაგონებს ხანძარი გაუჩნდა და დაიწვა. ბორტზე მყოფი 350 მგზავრიდან ბევრი მათგანი 20 წლამდე სტუდენტი იყო, რომლებიც ათენიდან თესალონიკში ბრუნდებოდნენ შაბათ-კვირას ბერძნული მართლმადიდებლური მარხვის აღნიშვნის შემდეგ.
0
0