03/03/2023
12:12
მსოფლიო
სარკინიგზო ტრანსპორტის მუშაკებმა საბერძნეთში გაფიცვა გამართეს და უსაფრთხოების მოძველებული სისტემა გააპროტესტეს, რასაც ბოლო კატასტროფის შედეგად ათობით ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.
ბოლო ინფორმაციით, საბერძნეთში 1-ელ მარტს მომხდარი სარკინიგზო კატასტროფას შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 60-ს მიუახლოვდა. რკინიგზის პროფკავშირის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ უსაფრთხოების სისტემა სათანადოდ არ მუშაობს, რის შესახებაც მათ მთავრობა არაერთხელ გააფრთხილეს.
საპროტესტო აქციები ათენში, სალონიკში და ქალაქ ლარისაში გაიმართა, რომელიც კატასტროფის ადგილის სიახლოვეს მდებარეობს.
ტრაგედიის გამო საბერძნეთში 3-დღიანი გლოვა გამოცხადდა. ტრანსპორტის მინისტრმა თანამდებობა დატოვა.
საბერძნეთში ორი მატარებელი ერთმანეთს 1 მარტს შეეჯახა. ორივე მატარებელში 350 მგზავრი იმყოფებოდა. მათ შორის ბევრი სტუდენტი იყო. კატასტროფის მიზეზად „ადამიანის ფაქტორი“ დაასახელეს.
0
0