საბერძნეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 43-მდე გაიზარდა - ქვეყანაში გლოვა გამოცხადდა
A-
+A

საბერძნეთში სამგზავრო და სატვირთო მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 43-მდე გაიზარდა. მედიის ინფორმაციით, დაღუპულთა შორის ბევრი სტუდენტია.
საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, კირიაკოს მიცოტაკისმა, სამდღიანი გლოვა გამოაცხადა და სახელმწიფო დროშების დაშვების განკარგულება გასცა.
„ეს არის საშინელი სარკინიგზო ავარია, რომელიც უპრეცედენტოა ჩვენი ქვეყნისთვის“, - აღნიშნა საბერძნეთის პრემიერმა.
კირიაკოს მიცოტაკისმა პირობა დადო, რომ მომხდარის მიზეზების დასადგენად სრულყოფილი და დამოუკიდებელი გამოძიება ჩატარდება.
თანამდებობა დატოვა ქვეყნის ტრანსპორტის მინისტრმა.
გუშინ, საბერძნეთის ქალაქ ლარისასთან ერთმანეთს სამგზავრო და სატვირთო მატარებლები შეეჯახა. ტრაგედიის დროს სამგზავრო მატარებელში 342 მგზავრი იმყოფებოდა.
0
0
328
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%