საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა დაადასტურა ხელისუფლების განზრახვა, დააკანონოს ერთსქესიანთა ქორწინება, ასევე დაუშვას ერთსქესიანი წყვილების შვილად აყვანა.
ამის შესახებ მან 10 იანვარს ტელეარხ ERT-ის ეთერში განაცხადა.
მიცოტაკისის თქმით, საკანონმდებლო ინიციატივები ერთსქესიანთა ქორწინებისა და გეი წყვილებისთვის შვილად აყვანის ლეგალიზების შესახებ არ არის ძირეულად განსხვავებული რამ, რაც უკვე არსებობს ევროპის ბევრ ქვეყანაში.
თუმცა, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ „მარტოხელა მამაკაცს სუროგატი დედისგან შვილის გაჩენა არ შეეძლება“.
საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა, რომ ის არ აიძულებს თავის მემარჯვენე ახალ დემოკრატიულ პარტიას ხმა მისცეს ინიციატივებს და ცდილობს, ამ საკითხზე კომპრომისის პოვნა ბერძნულ საზოგადოებაში, სადაც მართლმადიდებლურ ეკლესიას აქვს მნიშვნელოვანი გავლენა.
„აბსოლუტურად პატივს ვცემ ჩვენს თანამოქალაქეებს, რომლებსაც განსხვავებული შეხედულებები აქვთ და პატივს ვცემ ეკლესიის შეხედულებას, მაგრამ მინდა შეგახსენოთ, რომ ეკლესია წინააღმდეგი იყო სამოქალაქო ქორწინების, იყო კრემაციის წინააღმდეგი და სახელმწიფომ წინ წაიწია და დააკანონა ეს ეკლესიის როლის პატივისცემით“, - თქვა მან.
საბერძნეთის მთავრობის კონკრეტული საკანონმდებლო წინადადებას ქორწინებისა და ერთსქესიანი წყვილების შვილად აყვანის შესახებ ჯერ საჯარო განხილვისთვის გამოიტანენ - ირწმუნება მიცოტაკისი.
ევროკავშირის უმეტესი ქვეყნების მსგავსად, საბერძნეთიც აღიარებს სამოქალაქო პარტნიორობას - შესაბამისი გადაწყვეტილება ჯერ კიდევ 2015 წელს იქნა მიღებული, როდესაც ხელისუფლებაში მემარცხენე პარტია SYRIZA იყო.
0
0