
საბერძნეთში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში სამთავრობო პარტიამ კიდევ ერთი გამარჯვება მოიპოვა.
კონსერვატიულ „ნეა დამოკრატია“ თითქმის ყველა ბიულეტენის დათვლის შემდეგ წინ არის 40 პროცენტით.
ოპოზიციურმა მემარცხენე პარტია „სირიზამ“ მეორე ადგილი დაიკავა და 18 პროცენტი მიიმხრო.
„ნეა დემოკრატია“ პარლამენტში ხმების აბსოლუტურ უმრავლესობას იღებს, რასაც ახალ კანონმდებლობას უმადლის: ახალი კანონით გამარჯვებული პარტია ავტომატურად დამატებით იღებს 20 ადგილს.
ეს წესი საბერძნეთში მაისში გამართული საპარლამენტო არჩევნების დროს ჯერ კიდევ არ მოქმედებდა. მმართველმა პარტიამ მაშინაც 40% მიიღო, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა უმრავლესობის დაკომპლექტებისთვის, ხოლო პრეზიდენტ კატერინა საკელაპოლოუს პირობაზე, რომ სამ დიდ პარტიას შეექმნა კოალიცია, პარტიებმა უარი განაცხადეს. მას მერე, საბერძნეთს დროებითი კაბინეტი მართავს.
0
0