საბერძნეთის სანაპირო დაცვამ პირეუსის პორტში მდებარე გემიდან 1 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კოკაინი ამოიღო, რომელიც ბანანით სავსე კონტეინერში იყო დამალული.
„ათენში აშშ-ის საელჩოს შიდა უსაფრთხოების საგამოძიებო განყოფილების დახმარებით, აღმოვაჩინეთ 30 პაკეტში დაფასოებული 35 კგ კოკაინი, რომელიც დამალული იყო კონტეინერის გაგრილების სისტემაში. გემს ეკვადორიდან ბანანის ტვირთი მოჰქონდა,“ - ნათქვამია სანაპირო დაცვის განცხადებაში.
სამხრეთ ამერიკაში, გასული ათწლეულის განმავლობაში, კოკაინის წარმოება გაიზარდა, რადგან ბალკანელი ნარკოტიკებით მოვაჭრეები ხელს უწყობენ ევროპის მსოფლიოში ნარკოტიკების უდიდეს ბაზრად გადაქცევას. მაისში, საბერძნეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათ საერთაშორისო კრიმინალური დაჯგუფება გაანადგურეს, რომელსაც ლათინური ამერიკიდან ევროპაში კონტეინერებით კოკაინი გადაჰქონდა.
0
0