
15 თებერვალს, საბერძნეთის პარლამენტი პრემიერ-მინისტრ კირიაკოს მიცოტაკისის მიერ წარდგენილ კანონპროექტს კენჭს უყრის. მიცოტაკისის მემარცხენე ოპოზიციის მხარდაჭერის იმედი აქვს.
,,ხშირად ფიქრობენ, რომ ადამიანის უფლებები და თანასწორობა მემარცხენე პარტიების უფლებამოსილებაა. მნიშვნელოვანია, რომ ეს თანასწორობა აღიარებული იყოს კანონის თანახმად და ინდივიდუალური უფლებები მემარჯვენეების იდეოლოგიაც უნდა იყოს“, - განაცხადა მიცოტაკისიმ.
„საბერძნეთი გეოგრაფიულად ევროპის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარეობს, მაგრამ კულტურული და პოლიტიკური თვალსაზრისით, ის დასავლეთს ეკუთვნის“, - თქვა პრემიერ-მინისტრის მთავარმა მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ალექს პატელისიმ.
თუმცა ბერძნული საზოგადოება გაყოფილია. გაზეთ Proto Thema-ს ბოლო გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა 55% ერთსქესიანთა ქორწინების მომხრეა, ხოლო მათ მიერ შვილის აყვანას კიდევ უფრო ნაკლები ადამიანი უჭერს მხარს. როგორც BBC-ი წერს, მოსალოდნელია, რომ მიცოტაკისის კანონპროექტს 158 დეპუტატიდან 50-მა მისცეს ხმა ან კენჭისყრას საერთოდ არ დაესწრონ, რაც ნიშნავს, რომ შესაძლებელია კენჭისყრა შეწყდეს.
საბერძნეთის ეკლესიამ წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც დაგმობილია კანონპროექტი, რადან ის "ხელს უწყობს მამობისა და დედობის როლის გაუქმებას და ჰომოსექსუალი ზრდასრულები თავიანთ სექსუალურ არჩევანს მომავალი ბავშვების ინტერესებზე მაღლა აყენებენ".
პარლამენტის წინ, სინტაგმას მოედანზე, აღნიშნული კანონპროექტის გასაპროტესტებლად ოპონენტები შეიკრიბნენ. მათ ხელში უჭირავთ ბანერები წარწერით „არა ბავშვების გარყვნას“, ასევე ხატები და ბილ გეითსის პოსტერი. მომიტინგეები თვლიან, რომ ღვთისმოსავ ბერძნებს თავს ახვევენ ახალი გლობალური წესრიგის შესახებ შეთქმულების თეორიებს და ამით მათი ტრადიციები ნადგურდება.
როგორც ცნობილია, ევროკავშირის 27 წევრიდან 15-მა უკვე დააკანონა ერთსქესიანთა ქორწინება. ის ნებადართულია მსოფლიოს 35 ქვეყანაში. ამ მხრივ, საბერძნეთი ევროპელ მეზობლებს ჩამორჩა, ძირითადად, ეკლესიისგან ძლიერი წინააღმდეგობის გამო. თუ პარლამენტი კანონს მიმდინარე კვირაში მიიღებს, მართლმადიდებლური უმრავლესობით დასახლებული საბერძნეთი პირველი ქრისტიანული ქვეყანა იქნება (ასევე ევროპის სამხრეთ-აღმოსავლეთშიც), სადაც ქორწინების თანასწორობა ძალაში შევა.
ერთსქესიან წყვილებს ასევე მიენიჭებათ შვილად აყვანის უფლება, სუროგატის მეშვეობით ბავშვის გაჩენა კი მხოლოდ ჰეტეროსექსუალური წყვილებისთვის იქნება ნებადართული, რომლებსაც რეპროდუქციის მომსახურებები დასჭირდებათ.
0
0