-share.jpg)
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დმიტრი მედვედევი გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ დასავლეთის ქვეყნებმა უკრაინას ნება დართეს გამოიყენოს მათ მიერ მიწოდებული იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო სამიზნეებზე დარტყმისთვის.
მედვედევის განცხადებით, რუსეთი გაანადგურებს მათ წინააღმდეგ მებრძოლ ყველა სამხედრო ტექნიკას და სპეციალისტს.
„განადგურდებიან როგორც უკრაინის ტერიტორიაზე, ასევე სხვა ქვეყნების ტერიტორიაზე, თუ რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმები განხორციელდება“, - აცხადებს მედვედევი.
მედვედევის თქმით, ეს არ არის „სამხედრო დახმარება“, ეს არის მონაწილეობა რუსეთის წინააღმდეგ ომში.
„რუსეთი მიიჩნევს, რომ უკრაინის მიერ გამოყენებული შორი დისტანციური იარაღი უკვე პირდაპირ კონტროლდება ნატოს ქვეყნების სამხედრო პერსონალის მიერ. ეს არ არის „სამხედრო დახმარება“, არამედ ეს არის მონაწილეობა ჩვენს წინააღმდეგ ომში. ეს არის საბედისწერო შეცდომა. და მათი ასეთი ქმედებები შეიძლება გახდეს ომის საბაბი. ყოფილი უკრაინა და მისი მოკავშირეები ნატოს ქვეყნებიდან მიიღებენ ისეთი დესტრუქციული ძალის პასუხს, რომ თავად ალიანსი უბრალოდ ვერ შეძლებს თავი შეიკავოს კონფლიქტში ჩართვისგან,“ - განაცხადა მედვედევმა.
0
0