2024 წლის 25 თებერვალს საქართველოს პირველი რესპუბლიკის ანექსიიდან 103 წელი გავიდა. საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, ქვეყნის მასშტაბით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა.
დროშები დაშვებულია პარლამენტის სასახლეზე, პრეზიდენტის სასახლეზე და სასახლის ეზოში, მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობებზე, ასევე, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში.
საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული.
1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლება დაამხო, რის შედეგადაც განახორციელა საერთაშორისო სამართლის სუბიექტის – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსია.
0
0