14/09/2025
21:15

"შინაგან საქმეთა სამინისტრომ, პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წარმომადგენლების მომართვის საფუძველზე, საარჩევნო ბანერების დაზიანების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს", - ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს
უწყების ცნობით, შეტყობინების თანახმად, აღნიშნული ქმედება ჩაიდინა "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ.
"სამართალდამცველები ფაქტთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ, ექსპერტიზის საფუძველზე დადგინდება ზარალის ზუსტი ოდენობა და აღნიშნულ ქმედებას შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება", -აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
0
0
მოლდოვის სახელმწიფო ვალი ახალ რეკორდს აღწევს
02/12/2025