სააპელაციო სასამართლომ ნიკოლა სარკოზის მიმართ გამოტანილი განაჩენი ძალაში დატოვა
17/05/2023
12:24
მსოფლიო
A-
+A
პარიზის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საფრანგეთის ექსპრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის მიმართ „გავლენით ვაჭრობის საქმეზე“ გამოტანილი განაჩენი. ამის შესახებ Agence France-Presse იტყობინება.
სარკოზის 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და 2-წლიანი პირობითი სასჯელი დაეკისრა. თუმცა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, სარკოზის შეუძლია, ერთწლიანი პატიმრობა ელექტრონული სამაჯურის ტარების პირობით შინაპატიმრობაში მოიხადოს.
„სარკოზი ცნობილია დამნაშავედ კორუფციასა და გავლენით ვაჭრობაში, რაც საფრანგეთის პრეზიდენტის მიმართ უპრეცედენტო განაჩენია“, - წერს AFP.
68 წლის სარკოზის, რომელიც პრეზიდენტის თანამდებობას 2007-2012 წლებში იკავებდა, სამი წლის განმავლობაში სახელმწიფო თანამდებობების დაკავება აეკრძალა.
0
0
184
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%