-share.jpg)
“ვივამედის” დირექტორი, ნინო ნადირაძე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე მოწმის სახით იკითხება:
“მე პირადად არც პაციენტის გულშემატკივრებთან არ ვიზარებ კონტაქტს, ზეპირი თუ წერილობითი სახით, რომ დამეხმარონ და მიხეილ სააკაშვილი დაარწმუნონ, რომ მისთვის საკვების შესაბამისი კალორაჟის მიღება სასიცოცხლოდ აუცილებელია. მეტ-ნაკლებ დახმარებას ვგრძნობდი, პიროვნებებს არ დავასახელებ - მათგან ნამდვილად იყო მცდელობა, რომ კვებითი რაციონის გაუმჯობესებაში დამხმარებოდნენ, თუმცა, ის საკვები, რაც სააკაშვილთან ყოველდღიურად მოდის, მით უმეტეს, მათ იციან, რომ თუ ისინი ხედავენ, რომ დიაგნოზში არის კუჭსა და თორმეტგოჯა ნაწლავზე კონკრეტული ცვლილებები, რომ მაგალითად, ნივრიანი პურის, შავ პურზე წასმული გაჭყლეტილი ნივრის რაღაც რაოდენობის მოტანა, მე არ ვიცი, ეს რაში წერია. ვერ ვხვდები, შილაფლავის სოკოთი მოტანა რომელ პროტოკოლში წაიკითხეს. ჩვენმა ენდოკრინოლოგმა კალორაჟით ჩაუშალა, თუ რომელი პროდუქტები, როგორ და რა რაოდენობით არის საჭირო”, განაცხადა კლინიკა “ვივამედის” დირექტორმა, ნინო ნადირაძემ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე, სადაც ის მოწმის სახით იკითხება.
0
0