02/10/2021
16:22
პოლიტიკა
ექსპერტის აზრით, სააკაშვილი როგორც საქართველოს, ასევე უკრაინის მიმართ „ეგოისტურად იქცევა“. „უკრაინა ამ ადამიანს არ უნდა ეხმარებოდეს. მისი ინტრიგნობა, პოპულიზმი და აფერისტობა ჩვენ არანაირად არ გამოგვადგა. ის საქართველოსთან ჩვენს სტრატეგიულ ურთიერთობებს დიდ ზიანს აყენებდა“.
ექსპერტის განცხადებით, სააკაშვილი საქართველოში როგორც უკრაინის, ასევე საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით ჩავიდა. „ლეგალურად მას არც უკრაინის, არც საქართველოს საზღვარი არ გადაუკვეთია. ეს დაცინვით დამოკიდებულებაა ყველა ნორმის და წესის მიმართ. მან ერთხელ ეს უკვე გააკეთა, როდესაც პოროშენკოს პრეზიდენტობის დროს უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე გარღვევას ცდილობდა. სააკაშვილი ინტრიგანია და მისი მოქმედება მხოლოდ საკუთარ მერკანტილურ ინტერესებს და ძალაუფლებისთვის ბრძოლას შეესაბამება. ის საქართველოში პოლიტიკური კრიზისი ინსპირირებას და საკუთარი მიზნებისთვის ამ საკითხის გამოყენებას ცდილობს“ - მიაჩნია ექსპერტს.
ოქტისიუკის განცხადებით, ძალზე სახიფათოა, როდესაც სააკაშვილი უკრაინას საკუთარი ტაქტიკური ამოცანების გადასაჭრელად იყენებს. „ფაქტობრივად ის დღეს საქართველოს საშინაო საქმეებში უკრაინის ხელისუფლების, მთელი ქვეყნის ჩათრევას ცდილობს. სააკაშვილი ორ სკამზე ზის - ნაწილობრივ უკრაინაში, ნაწილობრივ საქართველოში. ახლა მან აჩვენა, რომელი ქვეყანაა მისთვის პრიორიტეტული. სააკაშვილის მიერ უკრაინელი ხალხის გასულელების პროცესს საბოლოოდ წერილი დაესვა. უკრაინაში ის უბრალოდ გასტროლებზე იმყოფებოდა და იქ მქონე ფორმალურ - არაფორმალურ კავშირებს ინტიმური პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებდა" - ამბობს ექსპერტი.
მისივე თქმით, უკრაინის ხელისუფლებამ ამ სიტუაციისგან თავი შორს უნდა დაიჭიროს. „თუ ზელენსკი სააკაშვილს დაიცავს ან მის გათავისუფლებას მოითხოვს, ეს ძალზე ბრიყვული ნაბიჯი იქნება. ჩვენ სხვა ქვეყნის საქმეებში ვიქნებით ჩათრეულები, ზიანს მივაყენებთ საკუთარ ინტერესებს რეგიონში და საქართველოსთან ურთიერთობებს. რაც საქართველოში ხდება, საქართველოში უნდა გადაწყდეს, საქართველოს კანონმდებლობით" - განაცხადა ოკტიციუკმა
0
0