08/02/2022
16:54
პოლიტიკა
როგორც სოზარ სუბარი განმარტავს, გადაწყვეტილებას პარლამენტი მიიღებს როცა შეიკრიბება. მისივე განცხადებით, აღნიშნული საკითხი არ იქნება პოლიტიკური ხასიათის, რადგან მსჯავრდებულის შემთხვევაში მანდატის შეჩერება არის გათვალისწინებული.
„სააკაშვილს შეუძლია არზების წერა გააგრძელოს, ეს მისი საქმე იქნება უახლოესი, მინიმუ ხუთ-ნახევარი წლის განმავლობაში, სხვა საქმე არ ექნება. რაც შეეხება, რა გადაწყვეტილებას მივიღებთ, ეს გამოჩნდება მაშინ, როდესაც პარლამენტი შეიკრიბება, თუმცა ნებისმიერი გადაწყვეტილება ვერ იქნება პოლიტიკასთან დაკავშირებული, იმიტომ რომ როცა კანონმდებლობა ამბობს, რომ ადამიანი არის მსჯავრდებული კონკრეტულ დანაშაულზე, მაშინ კანონი შესაბამისად ითვალისწინებს პროცედურის დაწყებას და პარლამენტის მანდატის შეწყვეტას. რა გადაწყვეტილებას მივიღებთ, გამოჩნდება შემდეგ კვირას. ოპოზიციაში საკმაოდ ბევრი ადამიანია იმისთვის, რომ შექმნან კომისია“, - განაცხადა სუბარმა.
ამასთან, სააკაშვილის „წამებისა და არაადამიანური მოპყრობის საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით“ სუბარმა განმარტა, რომ აღნიშნული კომისიის შექმნას მმართველი პარტიისგან მხარდაჭერა არ ექნება.
„კომისიას ბუნებრივია, ჩვენი მხრიდან მხარდაჭერა არ ექნება, იმიტომ რომ ეს არის აბსოლუტურად თითიდან გამოწოვილი კომისია. არაფერი საფუძველი ამ კომისიის შექმნას არ აქვს. არსებობს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, რომელიც გააგრძელებს მუშაობას პირველი მარტიდან ახალ ამპლუაში, ისინი იძიებენ, არსებობს საგამოძიებო ორგანოები და თუ რამე დანაშაულს აქვს ადგილი, ისინი გამოიძიებენ, თუმცა მთელმა საქართველომ იცის რაც იქ ჩანს, სავარაუდო დანაშაული, რომელსაც სჩადის პატიმარი სააკაშვილი და არ ჩანს დანაშაული თანამდებობის პირების მხრიდან, მაგრამ თუკი ლაპარაკია იმაზე, რომ გამოქვეყნდეს სრული ჩანაწერი და გამოჩნდება ვინ არის დამნაშავე, მეც ვეთანხმები, რომ დიახ, უნდა გამოქვეყნდეს. მოვუწოდებ, სააკაშვილთან ერთად, ინსპექტორის აპარატს, რომ გამოაქვეყნონ სრული ჩანაწერი და ყველამ იცოდეს, სიმართლე რაც არის“, - განაცხადა სუბარმა.
0
0