
“ექსპერტ-ფსიქოლოგის, ლიანა ჩოხელის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტთან ის 4 ნოემბერს იმყოფებოდა, რა დროსაც სააკაშვილი მწოლიარე მდგომარეობაში იყო, არ შეეძლო ადგომა და დაჯდომა”. ამის შესახებ ცენტრ „ემპათიას“ ექსპერტ-ფსიქოლოგმა, ლიანა ჩოხელმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, სადაც მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებული მორიგი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის საგნობრივი აღქმა სწორი იყო, სიტუაციის აღქმა და ობიექტური გააზრება, გაძნელებული.
მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველის კითხვაზე, შესაძლებელი იყო თუ არა, რომ სიმულაციას ჰქონოდა ადგილი, როდესაც მიხეილ სააკაშვილი გარკვეულ ტესტებს/სავარჯიშოებს ასრულებდა, ლიანა ჩოხელმა აღნიშნა, რომ არავითარ სიმულაციას არ ჰქონდა ადგილი მიხეილ სააკაშვილის მხრიდან.
რაც შეეხება დეპრესიასთან დაკავშირებულ კითხვას, როგორც ჩოხელი განმარტავს, მიხეილ სააკაშვილს დღეს დეპრესია არ აღენიშნება.
„დეპრესია არ აქვს, დღეს არ არის დეპრესია. აპათიაა, აპათიაა ზუსტად დემენციის ერთ-ერთი ნიშანი“,- აღნიშნავს ის.
0
0