18/12/2022
22:05
პოლიტიკა
“ბარამიძემ ხომ იცის, რომ სააკაშვილი არ არის ჯანმრთელი ადამიანი. იგივე იცის მელიამ, ყველამ, ვინც მის გარშემოა, ვისაც მასთან საქმე ჰქონია, თუნდაც, ერთი დღით”, - ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.
„დღე არ გადიოდა, რომ მას ასეთი რამ არ მოსვლოდა. ნებისმიერ რამეზე შეიძლება გასულიყო ზონიდან, ნორმალური მდგომარეობიდან. მას აქვს აშლილი ფსიქიკა, ეს ცნობილია. ამაშია სწორედ იმათი უკიდეგანო ნაძირალობა, მისი გარემოცვის, მისი ვითომ თანამოაზრეების, თანაპარტიელებისა და მათი, ვინც მის გარშემო ტრიალებს. მათ ხომ იციან რეალობა. ბარამიძემ ხომ იცის, რომ სააკაშვილი არ არის ჯანმრთელი ადამიანი. იგივე იცის მელიამ, ყველამ, ვინც მის გარშემოა, ვისაც მასთან საქმე ჰქონია, თუნდაც, ერთი დღით“, - განაცხადა ხაინდრავამ.
0
0