23/03/2023
15:34
პოლიტიკა
მგონია, სააკაშვილმა ქართულ პოლიტიკას ან მართლა თავი დაანებოს, ან საავადმყოფოდან ციხეში გადავიდეს, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისი თქმით, სააკაშვილი ან ციხეში უნდა დაბრუნდეს, ან წავიდეთ ქართული პოლიტიკიდან.
„სწორად მიმაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილი ან ციხეში უნდა გადავიდეს და იქიდან გააგრძელოს ბრძოლა „ქართული ოცნების“ დამარცხებისთვის, ან საერთოდ გავიდეს ქართული პოლიტიკიდან და თავს უშველოს. დამოკიდებულება – ქართულ პოლიტიკაში ისევ დავრჩები და თან ვიტყვი, ავად ვარ, ეს ყველაფერი ერთმანეთთან შესაბამისობაში არ არის. ამიტომ, მგონია, სააკაშვილმა ქართულ პოლიტიკას ან მართლა თავი დაანებოს, ან საავადმყოფოდან ციხეში გადავიდეს“, – განაცხადა ხვიჩიამ.
„ვივამედი“ მიმართავს პენიტენციურ დაწესებულებას, შეაფასოს სააკაშვილის კლინიკაში დაყოვნების მიზანშეწონილობა, ვინაიდან ის მკურნალობა, რაზეც თანხმობას აცხადებს პაციენტი, შესაძლებელია ნებისმიერ სხვა დაწესებულებაში.
0
0