
მიუნხენში, უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში პანელი „მოძრავი მთები – უსაფრთხოების მშენებლობა სამხრეთ კავკასიაში“ გაიმართა.
მასში მონაწილეობდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი.
ირაკლი ღარიბაშვილს კითხვა მიხეილ სააკაშვილზეც დაუსვეს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვრცელ პასუხში იმ ლობისტური ჯგუფის შესახებ ისაუბრა, რომელიც სააკაშვილის ოჯახმა დაიქირავა:
“მინდა ვახსენო, რომ, ალბათ, თქვენ გინახავთ ძალიან ბევრი მცდარი ინფორმაცია, რომელიც ვრცელდება სააკაშვილის ოჯახის ლობისტური ფირმების მიერ. მაგალითად, ერთ-ერთ ფაქტს დავასახელებ. გასულ თვეში გაჟღერდა, რომ ერთი მილიონი დოლარი გადაუხადა მისმა ოჯახმა აგრესიული მედიაკამპანიის საწარმოებლად მთელს მსოფლიოში. რაც თქვენ გესმით, რასაც ხედავთ, ვიდეოთი, Facebook-ზე, სოციალურ ქსელებში არ წარმოადგენს რეალობას, ამიტომ არავინ დგას კანონის ზემოთ. ჩვენ გვაქვს ძალიან ძლიერი დემოკრატია საქართველოში, ვაშენებთ დემოკრატიულ ინსტიტუტებს. ეს არის დემოკრატიის არსი, რომ არავინ იდგეს კანონზე ზემოთ. სააკაშვილმა მძიმე დანაშაულები ჩაიდინა, გიგრვლიანის მკვლელობიდან დაწყებული, ყოფილი პარლამენტარის წევრის ცემით და ბევრი სხვა შემთხვევა. ორი დღე კონტენიერში გაატარა კაცმა, როდესაც საქართველოში შემოვიდოდა ოდესიდან, რომ რევოლუცია მოეხდინა. ეს არის ამბავი. მე არ მინდა ამ ადამიანზე ვისაუბრო ამ პენალზე და ასეთ პასუხი მინდა გაგცეთ”, განაცხადა ღარიბაშვილმა.
0
0