
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი საქართველოს პრეზიდენტზე, სალომე ზურაბიშვილზე საუბრობს.
„ეს ქალბატონი ჩამოიყვანეს {„ქართულმა ოცნებამ“}, ფული გადაუხადეს, დასვეს პრეზიდენტად და უთხრეს, ჩვენ რასაც გეტყვით, იმას გააკეთებთ. ერთადერთ შემთხვევაში შეიძლება მან ხელი მოაწეროს სააკაშვილის და გვარამიას შეწყალებას, თუ მისი შვილების უსაფრთხოება დადგება საფრთხის ქვეშ.
ესეც არის სააკაშვილის და ნაცების ბრალი, ამათმა ჩამოათრიეს ეს ფრანგი პენსიონერი და დანიშნეს საგარეო საქმეთა მინისტრად. მისმა წინაპრებმა წაიღეს აქედან ეროვნული განძი. 250 ყუთიდან 36 დააბრუნა ექვთიმე თაყაიშვილმა, დანარჩენი შეჭამეს სალომეს წინაპრებმა. ამის მამა იყო სათვისტომოს თავმჯდომარე და არავინ არ იცის, ის ფრესკები და ოქროს მონეტები სად წავიდა, უფრო სწორედ, ამის აღზრდაში და გაზრდაში წავიდა“, - განაცხადა ნათელაშვილმა.
0
0