სააკაშვილმა ჩემს კაბინეტში აღიარა, რომ მხოლოდ მას ჰქონდა ძალაუფლება 7 ნოემბერს მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ჯარი გამოეყვანა - სოზარ სუბარი
A-
+A

მიხეილ სააკაშვილმა ჩემს კაბინეტში აღიარა, რომ მხოლოდ მას ჰქონდა ძალაუფლება 7 ნოემბერს მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ჯარი გამოეყვანა,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა განაცხადა.
„ვანო მერაბიშვილს არ ჰქონდა არანაირი ძალაუფლება ჯარი გამოეყვანა მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ, არც პრემიერ მინისტრ ზურაბ ნოღაიდელს. ამის ძალაუფლება ჰქონდა ერთადერთ ადამიანს, ეს იყო უმაღლესი მთავარსარდალი და პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. მან ეს პირადად ჩემთან აღიარა, ჩემს კაბინეტში, როდესაც მოვიდა და ვლაპარაკობდით იმაზე, თუ რა მოხდა 7 ნოემბერს“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში “7 ნოემბრის საქმეზე” ბრალდებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომა დღეს განახლდება.
„მე ვარ მიხეილ სააკაშვილი და საქართველოს არ ჰყოლია დამნაშავე პრეზიდენტი – მინდა, ყველა ქართველმა ეს იცოდეს“ – ასე მიმართა მიხეილ სააკაშვილმა ქართველ ხალხს წინა სასამართლო სხდომაზე.
0
0
452
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%