სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენის ერთადერთი საშუალება, მისი სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანაა - ლიზა იასკო
31/01/2022
18:19
პოლიტიკა
A-
+A
უკრაინის რადას დეპუტატი ლიზა იასკო საქართველოში ჩამოვიდა. მან პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილი მოინახულა და აღნიშნა, რომ მისი ფიზიკური მდგომარეობა უარესდება, ამიტომ საჭიროა მან მკურნალობა საზღვარგარეთ გააგრძელოს.
„სამწუხაროდ, მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის საშუალება ერთი საათით მქონდა. ვსაუბრობდით ტელეფონით. ყოველ შეხვედრაზე ვხედავ, რომ მისი ფიზიკური მდგომარეობა უარესდება. ის არის მხნედ, მაგრამ ვამჩნევ, რომ მისი მდგომარეობა სულ უფრო უარესდება. პოლიტიკური სიტუაცია საქართველოში ისეთ მდგომარეობაშია, რომ რთულია, აწარმოო რაიმე დიალოგი.
ჩემთვის, როგორც უკრაინელისთვის, ეს მძიმე სანახავია. ვფიქრობ, როდესაც რაიმე გამოსავალია მოსაძებნი, ამისთვის საჭიროა პირველ რიგში კომუნიკაცია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენას ერთადერთი საშუალება მისი სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანაა“ - განაცხადა ლიზა იასკომ.
0
0
578
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%