30/11/2021
13:05
პოლიტიკა
მისი თქმით, დანაშაულები, რასაც სააკაშვილს ედავებიან, თვალხილულია.
"შთაბეჭდილება საკმაოდ მძიმეა - მესამე პრეზიდენტი მოხვდა განსასჯელის სკამზე, დანაშაულებები თვალხილულია, ეს დანაშაულებები მოხდა. იმაზე საუბარი, რომ გირგვლიანის თემა "პიარული" ნაწილია პოლიტიკისა, საკმაოდ მდარე თავის მართლებაა, ამას თავის მართლებაც არ ჰქვია, უზნეობასთან უფრო ახლოს არის. რუსული თემის ექსპლუატაციას რაც შეეხება, ეს თავის ძველი პოზიციების გადამღერებაა. თუ ვინმეს აწყობს დაძაბულობა, რაც სააკაშვილმა ქვეყანაში შექმნა, თუნდაც უკრაინაში მისი საქმიანობა, ეს მოსკოვია და პუტინის ასე ხშირად ხსენება ამ კონტექსტში მის საქციელს არ შეესაბამება. თუ ვინმემ რამე გააკეთა სახელმწიფოში, რათა რუსეთს თავის სტრატეგიული გეგმების რეალიზაცია მოეხდინა, ეს არის სააკაშვილი და მისი გარემოცვის გარკვეული ნაწილი,"- განაცხადა ვოლსკიმ.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ „არანაირი „გირგვლიანის საქმე“ არ არის და ასე პიარისთვის დაარქვეს“.
„ის ოფიცრები დაკავებულები იყვნენ, 2008 წლის ომის შემდეგ მოხდა 280 სამხედროს ამნისტია, მათ შორის, ერთი, ჩემ მიერ ამნისტირებული თმებით დამათრევდა გლდანის დაწესებულებაში", - განაცხადა სააკაშვილმა.
0
0
თუ მოვინდომე, დაგასრულებ - თოფურია მახაჩევს
19/01/2025