
დღეს, 15:00 საათზე, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართება.
სასამართლო სხდომები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სასჯელისგან გათავისუფლების ან გადავადების საქმეზე მიმდინარეობს.
როგორც ცნობილია, გუშინდელ პროცესზე მოწმის სახით ამერიკელი ტოქსიკოლოგი, დევიდ სმიტი და კლინიკა ვივამედის ნევროლოგი, თამარ აბაშიძე დაიკითხნენ. მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ კი სასამართლოზე პროცესის ყოველდღიურ რეჟიმში ჩატარების შუამდგომლობა დააყენა.
„ვშუამდგომლობთ სასამართლოს წინაშე, რომ ყოველდღიურად გამოიყოს გარკვეული დრო. ჩვენი თხოვნა არის, რომ რამდენიმე პროცესში შევძლოთ ამ საქმის დამთავრება, წინააღმდეგ შემთხვევაში პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება და უარესდება“, - განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.
0
0