30/10/2024
18:15
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი მისმა მეგობრებმა გაძარცვეს, პარლამენტში მისი ხმებით შევიდნენ, ალბათ, მიშამ გააცნობიერა, რომ გაძარცვეს, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ოცნებაა, ქუჩის პროცესების ლიდერი ნიკა გვარამია იყოს.
„ქუჩის პროცესების ლიდერად გვარამიას ყოფნა ბიძინა ივანიშვილის ოცნებაა, ყოველ შემთხვევაში, „ქოცების“. საზოგადოებას ვაფრთხილებდით, რომ ცრუ რევოლუციის მუხტის ჩაქრობა „ქოცების“ მიზანია-თქო და ეს ამის განსხივებაა. ქუჩის პროტესტს სათავეში გვარამია რომ ჩაუდგება, ის ვერასოდეს წარმატებული ვერ იქნება. სინამდვილეში, „ქოცებისთვის“ ხელისუფლების ოთხი წლით გაპრავება ხდება. საინტერესოა, ამაში მიშა იყო თუ არა ჩათრეული, თუ გამოუშვებენ, ესეიგი იყო, თუ არადა, შეიძლება გადააგდეს. რასაც ვუყურებ, შეიძლება ასე არ ყოფილიყო. ამიტომ, მიშა მისმა მეგობრებმა გაძარცვეს. მიშას ყოფილი ძმაკაცები პარლამენტში მისი ხმებით შევიდნენ. ალბათ, მიშამ გააცნობიერა, რომ გაძარცვეს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
0
0