26/03/2023
21:08
პოლიტიკა
რატი ბრეგაძე სააკაშვილის თვითდაზიანებასა და რადიკალური ფრთის ინტერესების თანხვედრაზე საუბრობს. ამ საკითხზე კომენტარი იუსტიციის მინისტრმა გააკეთა.
„მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხის პოლიტიზება ხორციელდება ეპიზოდურად - მაშინ, როდესაც „ნაციონალურ მოძრაობას“ განსაკუთრებით გაუჭირდება ხოლმე. აქ, რა თქმა უნდა, ინტერესი აქვს როგორც მსჯავრდებულს, ასევე მისი გარემოცვის ახლო წევრებს, იმისთვის რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გამოიყენონ თავისუფლების უკანონოდ მოსაპოვებლად“, - აცხადებს ბრეგაძე “იმედის კვირასთან”.
მისივე თქმით, მოთხოვნა სააკაშვილთან პოლონელი ექიმების შეყვანის შესახებ შესაბამის უწყებას მხოლოდ რამდენიმე დღის წინ და ისიც არასწორი ფორმით მიაწოდეს, რის შესახებაც გიული ალასანიას ინფორმაცია მიეწოდა.
„იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში ჯერ კიდევ არ შემოსულა ექიმების კონკრეტული სია, რომელთა შესვლასაც ეს ადამიანები ითხოვენ. როდესაც მსგავსი თხოვნით მოგვმართავენ, რა თქმა უნდა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების სრულყოფილად დაცვით, უკვე გვექნება შესაძლებლობა შემჭიდროებულ ვადებში მივიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილება“, - დასძინა მინისტრმა.
0
0