
ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი კიდევ ერთხელ გადაიდო. მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის შოთა თუთბერიძის განცხადებით, მიზეზი ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაა, რომლის გამოც ის სასამართლო პროცესზე დასწრებას ვერ ახერხებს.
შოთა თუთბერიძის თქმით, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ უმჯობესდება.
„სასამართლო პროცესი, რომელიც დღეს იყო დანიშნული, გადაიდო იმის გამო, რომ მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესში ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ ახერხებს მონაწილეობას.
სამწუხაროა ის, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა არ უმჯობესდება და მისი ჯანმრთელობა ჯერაც საფრთხის ქვეშ არის. მეორე მხრივ, სასამართლო უნდა მიჰყვეს საქართველოს საპროცესო კოდექსს, რომელიც ითვალისწინებს პროცესში თავად მხარის მონაწილეობას“, - აცხადებს შოთა თუთბერიძე.
0
0