
პოლიტიკური და არა - ჰუმანიტარული თვალსაზრისით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხი ევროპელი ლიდერებისთვის აქტუალური არ არის - ასე გამოეხმაურა პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ანა ბუჩუკური ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას ინიციატივას, რითაც რეზოლუციაში შედის შესწორება, რომლის თანახმად, ევროპარლამენტი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებს, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს.
ბუჩუკურის თქმით, ევროპარლამენტის რეზოლუციაში სააკაშვილთან დაკავშირებით ჩანაწერი მხოლოდ ჰუმანიტარულ ჭრილშია აღსაქმელი.
„ვიყავით ბრიუსელში, ბერლინში, პარიზში, ევროპის სხვადასხვა დედაქალაქში და პოლიტიკური თვალსაზრისით, არა ჰუმანიტარული, მიხეილ სააკაშვილის საკითხი მათთვის აქტუალური არ არის.
ზოგიერთ შემთხვევაში ისინი უყურებენ ამას მხოლოდ ჰუმანიტარულ ჭრილში. შესაბამისად, ეს კონკრეტული, ასე ვთქვათ, ჩანაწერიც მხოლოდ ჰუმანიტარულ ჭრილში არის აღსაქმელი იმიტომ, რომ, ვიმეორებ, არცერთ შეხვედრაზე, არცერთ სტრუქტურაში, არცერთ პირთან სააკაშვილის საკითხი არც დასმულა“, - განაცხადა ანა ბუჩუკურმა.
ინფორმაციისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის თქმით, არ შეიძლება, კონკრეტულმა ოდიოზურმა ევროპარლამენტარებმა საქართველოში ევროკავშირისა და ევროპარლამენტის აღქმა გაცვითონ. მთავრობის მეთაურის შეფასებით, ევროპარლამენტის მიერ ახლახან მიღებულ რეზოლუცია, რომელშიც ჩაიწერა, რომ ევროპარლამენტარები ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან ვადამდე გათავისუფლებას მოითხოვენ „ჰუმანიტარული ნიშნით“, ამ პროცესის განმეორებას წარმოადგენს.
0
0
ფოთში ავარიის შედეგად ორი პირი დაშავდა
29/07/2025