23/03/2023
18:06
პოლიტიკა
„სააკაშვილის ციხეში დაბრუნება, შეიძლება საშიში იყოს სააკაშვილის ჯანმრთელობისთვის“, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.
იოსელიანი სრულად იზიარებს ნინო ლომჯარიას პოზიციას, რომ სააკაშვილის ციხეში დაბრუნება არ შეიძლება.
მისი თქმით, კონსილიუმის წევრები უახლოეს მომავალში მესამე პრეზიდენტს მოინახულებენ.
„შევხვდი სააკაშვილს რამდენიმე დღის წინ, ასევე, შევხვდი ქალბატონ გიული ალასანიას და მასაც ვესაუბრე. 2 დღის წინ შეხვედრა მქონდა კონსილიუმის წევრებთან და მათაც კიდევ ერთხელ დავუდასტურე ჩემი პოზიცია, რომ მათ არანაირი ტიპის ხელშეშლა არ ექნება. უახლოეს მომავალში ისინი გეგმავენ, მივიდნენ მიხეილ სააკაშვილთან და მოინახულონ.
რაც შეეხება კლინიკა „ვივამედის“ განცხადებას, არ ვიცი „ვივამედის“განცხადება გულისხმობს თუ არა სააკაშვილის მაინცდამაინც ციხეში დაბრუნებას, შეიძლება აქ დაწესებულებაზეა საუბარი და სხვა სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე.
სახალხო დამცველს [ნინო ლომჯარია] აქვს გამოქვეყნებული პოზიცია, რომ მისი ციხეში დაბრუნება, შეიძლება საშიში იყოს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის.
ვიზიარებ იმ პოზიციას, რა პოზიციაც სახალხო დამცველს მიხეილ სააკაშვილთან ჰქონდა დაფიქსირებული. არ მინდა, რომ რაიმე ტიპის ისეთი ქმედება განხორციელდეს მის მიმართ, რომელმაც შეიძლება მისი მდგომარეობა დაამძიმოს ან გააუარესოს“, - აცხადებს ლევან იოსელიანი.
ცნობისთვის, კლინიკა „ვივამედმა“ განაცხადა, რომ სააკაშვილი მკურნალობაზე უარს ამბობს და მედპერსონალი იძულებით ვერავის უმკურნალებს. კლინიკამ მიხეილ სააკაშვილის სხვა კლინიკაში გადაყვანა მოითხოვა.
0
0