24/03/2023
07:14
პოლიტიკა
იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში სტუმრობისას აცხადებს, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ციხეში დაბრუნება არაა ერთი ხელის მოსმით გადასაწყვეტი.
ბრეგაძე სააკაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ „ვივამედის“ განცხადებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ საკითხს კომპლექსურად განიხილავენ, ვინაიდან საქმე ადამიანის ჯანმრთელობას ეხება.
„რა თქმა უნდა, ეს საკითხი არ არის ერთი ხელის მოსმით გადასაწყვეტი, ჩვენ აქ გამოვიყენებთ, მათ შორის, ექსპერტის რჩევებსაც და ამ საკითხს განვიხილავთ კომპლექსურად, იმიტომ რომ გასაგებია, აქ საქმე ეხება ადამიანის ჯანმრთელობას და ასე ერთი ხელის მოსმით ეს გადაწყვეტილება მისი იგივე პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნების ან სხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ ვერ იქნება მიღებული“, - აცხადებს რატი .
0
0
სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი გადაიდო
16/11/2024