
დღეს, 4 ივლისს, ნიკა გვარამია საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად ციხეში მივიდა.
„თუ საქართველო უკრაინის ურთიერთობა ასე გაგრძელდა, ვერანაირ ბიზნესს ვერ გააკეთებთ უკრაინაში, დღეს ვინც აკეთებთ. დიპლომატიური ურთიერთობები შეიძლება შეწყდეს ამ ორ ქვეყანას შორის. არავის არ შეარჩენს უკრაინის ხელისუფლება საკუთარი ქვეყნის მოქალაქის მიმართ ასეთ მოპყრობას“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ მედიის წარმომადგენლებთან, ციხის დატოვების შემდეგ.
გვარამიამ სააკაშვილის ფიზიკურ მდგომარეობაზეც ისაუბრა და თქვა, რომ აღსაწერად რთულია რაც ნახა, რადგან მისივე თქმით „განახევრებულია ადამიანი ფიზიკურად“.
„მიხეილ სააკაშვილი უნდა წავიდეს უკრაინაში. საქართველოს პოლიტიკასთან დაკავშირებით რას გააკეთებს ეს არის მისი გადასაწყვეტი. მე მის ადგილზე განცხადებებს, რაც აქამდე გააკეთა არ გავაკეთებდი. არ ვიჩქარებდი ამ განცხადებების გაკეთებას და ეს მე მას ვუთხარი, რას გააკეთებს ის მომავალში ეს არის მომავლის საკითხი“ - განაცხადა გვარამიამ.
0
0