-share.jpg)
პარტია „გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მოუწოდებს, საქართველოს პრეზიდენტისგან სალომე ზურაბიშვილისგან არა შეწყალება, არამედ საქართველოს მოქალაქეობას მოითხოვოს.
ხვიჩიას თქმით, მეტი დამაჯერებლობისთვის, სააკაშვილმა, საავადმყოფოს ნაცვლად, ციხიდან უნდა უხელმძღვანელოს პოლიტიკურ პროცესებს.
„მის ადგილას მოვთხოვდი ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს არა შეწყალებას, არამედ საქართველოს მოქალაქეობას, რისი უფლებაც მას ჩემი აზრით კანონით აქვს.
ასევე, მოვითხოვდი „ვივამედიდან“ ციხეში გადაყვანას, რომ ადამიანებისთვის გამეგზავნა მესიჯი, რომ ვბრუნდები ქართულ პოლიტიკაში. ეს იქნებოდა პირველი ნაბიჯები და შემდეგში უკვე ჩემი აზრით, მიხეილ სააკაშვილმა უნდა დაიწყოს მონანიების სერია ქართველ ხალხთან იმიტომ, რომ მას ბევრი აქვს მოსანანიებელი და პირველ რიგში, ის სასამართლო რის გამოც თვითონ ზის ახლა ციხეში და ეს იქნებოდა სერიოზული ნაბიჯები ქართულ პოლიტიკაში დასაბრუნებლად. საერთოდ ციხეში უნდა გადავიდეს და იქიდან უხელმძღვანელოს პოლიტიკურ პროცესებს „ნაცმოძრაობაში“.
არ ვიცი, ეს ეყოფა თუ არა ნაცმოძრაობას იმიტომ, რომ მგონია ეს არის მაინც ქართული ოცნების თამაში, რომ მიხეილ სააკაშვილისგან კიდევ ერთხელ შეიქმნას მტრის ხატი“, - აცხადებს ოპოზიციონერი დეპუტატი.
0
0