
“მიხეილ სააკაშვილი უცხოეთში სამკურნალოდ უნდა გადაიყვანონ…” “საჭიროა ვიზრუნოთ ადამიანის სიცოცხლეზე” – ამის შესახებ რამდენიმე მთავარეპისკოპოსმა მედიასთან განაცხადა.
“რა თქმა უნდა, უნდა გადაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი უცხოეთში სამკურნალოდ. ამ ქვეყნის მოქალაქეებმა უნდა გაითავისონ, რომ ისინი ირჩევენ ხელისუფლებას, ისინი არიან დამქირავებლები და ნებისმიერი ხელისუფლება მათი მსახურია. მაგრამ ვიმეორებ, საქართველოში ყველა ხელისუფლება ერთმანეთს ჰგავს, არცერთი ერთმანეთზე უკეთესი არ იყო და ჯერჯერობით არ არის”, – თქვა დმანისისა და აგერაკ-ტაშირის ეპარქიის მთავარეპისკოპოსმა ზენონმა.
ანალოგიური პოზიციის შესახებ ისაუბრა მეუფე გრიგოლმა:
"ვფიქრობ, რომ როცა ადამიანის ჯანმრთელობის საკითხი დგას, აქ ნებისმიერ შემთხვევაში საჭიროა ვიზრუნოთ ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე. რა ვითარებაშიც არ უნდა იყოს, საპატიმროშია თუ გარეთ არის, რა თქმა უნდა, საჭიროებს მზრუნველობას", - განაცხადა ფოთისა და ხობის ეპარქიის მიტროპოლიტმა გრიგოლმა.
0
0