
"სააკაშვილი თვითგვემას უნდა მოეშვას... ისეთ პირობებშია ბევრი ადამიანი ინატრებდა" - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატი ელისო ბოლქვაძე აცხადებს.
მისივე თქმით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ყველა პირობა აქვს შექმნილი, რათა ნორმალურ პირობებში იყო. ბოლქვაძის თქმით, ისტორიაში არ ახსენდება პატიმარი, რომელიც ამდენ ვიზიტორს ხვდება დღის განმავლობაში და ასეთი ინტენსიური კომუნიკაცია აქვს საერთაშორისო მედიასთან.
ამასთან, დეპუტატი ამბობს, რომ მას დღეს CNN-ის მიერ გავრცელებული კადრები არ უნახავს.
"საქართველოს ყველა შესაძლებლობა აქვს და სააკაშვილს ყველა შესაძლებლობა აქვს, რომ აქ იმკურნალოს და ყველა პირობაა იმისთვის შექმნილი... მე არ მინახავს ასეთი პატიმარი, რომ ამდენ ვიზიტორს იღებს დღეში და ასეთ კომუნიკაციაშია საერთაშორისო მედიასთან. მე რასაც ვხედავ, ასეთი რაღაც ისტორიაში არ მახსენდება.
ემოციები უნდა დაცხრეს. ახლობლებს ვისაც მასზე გავლენა აქვს უნდა უთხრას, რომ არ იყოს თვითგანადგურების... არ ვიცი, არ ჭამსო. მე ამ საკითხში არ ვარ ჩახედული, მე ვიცი, რასაც ვისმენ, რაც გარეთ გამოდის. უბრალოდ, მე ვხედავ, რომ როგორც პატიმარი, ეს ადამიანი კომუნიკაციაშია ყველასთან, ძალიან ბევრი ვიზიტორები ჰყავს, არის ისეთ პირობებში, რომელშიც ყოფნას ბევრი ადამიანი ინატრებდა.
ეს არის პატიმარი სააკაშვილი, მას აქვს მისჯილი. აპელირება, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უნდა გადაიყვანო, ყველა პირობაა იმისთვის, რომ... გამოვიდა ქალბატონი ნინო [ნადირაძე] და გასცა ყველა კითხვას პასუხი. უნდა დავეყრდნოთ ამ ფაქტებს და ამბობენ, რომ მას ყველა პირობა გააჩნია“, - განუცხადა საინფორმაციო სააგენტო PIA.GE-ს ელისო ბოლქვაძემ.
0
0