
ქართული ოცნების" დეპუტატმა გია ვოლსკიმ, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ უკრაინული გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუ შეაფასა:
"მიხეილ სააკაშვილი ქართველად არ გრძნობს თავს, ეს ერთი საკითხია. ის, რომ ქართველთმოძულეა, ეს მეორე საკითხია, რაც არაერთხელ გამოვლინდა, მათ შორის იმ ფარულ ჩანაწერებში, რომელიც სწორედ უკრაინიდან იყო გაჟღერებული და ყველამ მოვისმინეთ, ქართველ ხალხზე რას ფიქრობს. ვიცით, მისი ღია განცხადებები, რას წარმოადგენდა ქართველი ხალხი, რა დაბალ კულტურულ დონეზე იყო და როგორ შემოიტანა განათლების სინათლე საზოგადოებაში. ამაზე თავად საუბრობდა ისევე, როგორც იმაზე, რომ აუცილებელია სისხლის დაღვრა და მისი წამების მართვის სისტემა სწორად მოქმედებდა, როცა ტყვიებს არ ინანებდა. არ ვიცი, თავს რად გრძნობს, მაგრამ ქართველთმოძულე რომ არის, ამაზე თავადაც უსაუბრია"
0
0