
პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლები აწყობენ სასამართლო პროცესების საბოტაჟსა და წელავენ დროს, - ამის შესახებ მარიამ ჯიშკარიანმა განაცხადა.
ჯიშკარიანის თქმით, დღევანდელ პროცესზე ცენტრ „ემპათიას“ ექსპერტები გამოიკითხებიან.
„დღეს ცენტრ „ემპათიას“ ექსპერტები გამოიკითხებიან, ნევროლოგი, ფსიქიატრი. თუ მოესწრება, სხვა ექსპერტების გამოკითხვაც მოხდება, მიაწოდებენ მნიშვნელოვან ინფორმაციას იმ მძიმე დიაგნოზების შესახებ, რომელიც არის სასჯელისგან გათავისუფლების საფუძველი.
პენიტენციური სამსახურის დამოკიდებულება საკითხისადმი სრულიად არარელევანტურია, ისინი აწყობენ სასამართლო პროცესების საბოტაჟსა და წელავენ დროს“, - განაცხადა ჯიშკარიანმა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი, ჯანმრთელობის ამ მდგომარეობით, არ უნდა იმყოფებოდეს ციხეში.
„ამ დიაგნოზებით ადამიანის ციხეში გაჩერება ითვლება არაადამიანურ მოპყრობად“,- განაცხადა ჯიშკარიანმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების, ან მისი გათავისუფლების შუამდგომლობის განხილვა ამ წუთებში იწყება.
0
0