15/12/2021
15:59
პოლიტიკა
_ ქალბატონო პრეზიდენტო, ჩვენ პოლიტიკური შეკითხვა გვაქვს, რადგან ის იწვევს ბევრ ხმაურს დასავლურ სამყაროში. 8 წელი უკრაინაში ემიგრაციაში მცხოვრები ბატონი სააკაშვილის დაბრუნებამ ნამდვილი მიწისძვრა გამოიწვია. ასე რომ, დაბრუნებისას ის დააპატიმრეს, მან დაიწყო შიმშილობა, ეს ქართული დემოკრატიის ძალიან ცუდ სურათს სახავს.
_ ეს ძალიან ცუდ იმიჯის იძლევა, მათ შორის ყოფილი პრეზიდენტის, რომელიც უკრაინის მოქალაქე გახდა, დღესაც უკრაინელია, უკანონოდ დაბრუნდა ამ ქვეყანაში და პოლიტიკური არასტაბილურობის გაღვივებას უწყობს ხელს, რაც საჭირო არაა. ჩვენი პარტნიორების გარკვეული ნაწილი მას ამ ქმედებებისაგან თავის შეკავებისაკენ მოუწოდებდა, მან არ მოუსმინა. შესაბამისად, ეს ძალიან ცუდია, ძალიან ცუდად ჩანს. ყველაზე ცუდი, ყველაზე პრობლემური დღეს საქართველოში პოლიტიკური პოლარიზაციაა და ეს მოვლენა მხოლოდ ამძაფრებს პოლიტიკურ პოლარიზაციას. ამიტომ, ჩემი თვალსაზრისით, ეს ქცევა არ იყო პასუხისმგებლიანი, თუმცა ეს მხოლოდ ჩემი მოსაზრებაა.
0
0
მცხეთაში ყვავილების ჯიხურში ხანძარია
12/11/2024