მმართველი გუნდის ხელმძღვანელი ირაკლი კობახიძე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით დასმულ კითხვას ბრიფინგზე პასუხობს და აცხადებს, რომ „სააკაშვილი დროდადრო ცდილობს დემენცია გაითამაშოს“.
„სააკაშვილი დროდადრო ცდილობს დემენცია გაითამაშოს. ეს სინამდვილეში არ სჭირს, მაგრამ პერიოდულად ცდილობს ეს გაითამაშოს. რა თქმა უნდა, არასერიოზულია ეს ყველაფერი. სუპერ პაკს რაც შეეხება, მათი პარტია „ნაცმოძრაობა“ ჩამოსულია 20%-ს ქვემოთ, სადღაც 15%-ზე არიან ჩამოსული, ეს არის მათი სუპერ პაკი. ხაბეს, კეზერას, სააკაშვილის სუპერპაკი...“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის საპატიმროში გადაყვანის საკითხს, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ეს შესაბამისი სამსახურების საქმეა.
„მე ვერ გაგცემთ ამ კითხვაზე პასუხს, ეს არის შესაბამისი სამსახურების საქმე. მგონია, რომ სააკაშვილს ჭარბი კომფორტი აქვს. ობიექტურად მას არ ეკუთვნის საავადმყოფოში ყოფნა, გამომდინარე იქიდან რომ მას არავითარი შესაბამისი დაავადება არ აქვს. აქედან გამომდინარე ეს არის ჩემი შეფასება. ბუნებრივია, ამ თემასთან დაკავშირებით შესაბამისი უწყებები იღებენ გადაწყვეტილებას. შესაბამისად, არ მაქვს იმის კომპეტენცია რომ ამ კითხვაზე პასუხი გაგცეთ“, - დასძინა ირაკლი კობახიძემ.
0
0