-share.jpg)
სააკაშვილს დანაშაული აქვს ჩადენილი და ყველა ადამიანს მოუწევს კანონის წინაშე პასუხისგება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
კალაძის თქმით, საქართველოს ხელისუფლება არ გადადგამს ისეთ ნაბიჯს, რომელმაც შესაძლოა, საკუთარი ქვეყნის მოსახლეობა დააზარალოს.
„ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და დაგვიფიქსირებია ჩვენი მოსაზრება, რომ პირველი არის ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა. შესაბამისად, არ და ვერ გადავდგამთ ისეთ ნაბიჯს, რომელიც თავიდანვე ვიცით, შეიძლება დამაზიანებელი იყოს საკუთარი ქვეყნისთვის და საკუთარი ქვეყნის მოსახლეობისთვის. ასეთ რამეს საქართველოს ხელისუფლება არ გააკეთებს.
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, ის არის ბრალდებული, დამნაშავე კონკრეტულ საქმეებში, მძიმე დანაშაული აქვს ჩადენილი და ყველა ადამიანს მოუწევს კანონის წინაშე პასუხისგება“, - აცხადებს თბილისის მერი.
0
0