
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ დაადასტურა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების საკითხს არ განიხილავს. ამის შესახებ რუტემ „ბლუმბერგისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
ჟურნალისტის კითხვაზე, მართლა მოხსნის თუ არა ტრამპი მოლაპარაკებების მაგიდიდან უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების საკითხს, რუტემ დადებითად უპასუხა.
ასევე, კითხვაზე, ომის დასრულების შემთხვევაში ექნებათ თუ არა ქვეყნებს რუსეთთან ურთიერთობის სურვილი, რუტემ უპასუხა:
„ჯერ უნდა გაიზარდოს რუსეთზე ზეწოლა ომის დასასრულებლად, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში რუსეთი იქ არის, ანუ რუსეთი არ გაქრება. მე 2014 წლამდე ბევრი მოლაპარაკება მქონდა მათთან, ჩემი პრემიერ-მინისტრობის დროს ბევრი მოლაპარაკება მქონდა პუტინთან. ვფიქრობ, ნორმალური იქნებოდა, თუ ომი შეწყდებოდა და ევროპა როგორღაც ნაბიჯ-ნაბიჯ და ამერიკა ნაბიჯ-ნაბიჯ აღადგენდა ნორმალურ ურთიერთობებს რუსეთთან, მაგრამ ჩვენ ჯერ აბსოლუტურად არ ვართ იქ. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ზეწოლა მათზე იმის უზრუნველსაყოფად, რომ ისინი მზად იყვნენ, სერიოზულად ჩაერთონ მოლაპარაკებებში ამერიკის, და, რა თქმა უნდა, უკრაინის ადმინისტრაციასთან“, – განაცხადა რუტემ.
0
0