ოპოზიციონერი დეპუტატი, კახა ოქრიაშვილი ამბობს, რომ "ქართულმა ოცნებამ" თავად გაშიფრა საკუთარი აგენტურა საქართველოში. მისი თქმით, დიდი ალბათობით, ყველა ორგანიზაცია, რომელიც რუსული კანონის გამო შექმნილ რეესტრში დარეგისტრირდა, დიდი ალბათობით, "რუსული ოცნების გავლენის ქვეშ არიან".
"469 არასამთავრობო ორგანიზაცია ნებაყოფლობით დარეგისტრირდა უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელთა რეესტრში. ასევე, ჯერ დარეგისტრირდა და შემდეგ რეგისტრაციაზე უარი განაცხადა მოძრაობამ „სირცხვილია“.
დიდი ალბათობით, ყველა რეგისტრირებული ორგანიზაცია არის „რუსული ოცნების“ გავლენის ქვეშ - პირდაპირ რომ ვთქვათ, ისინი „რუსული ოცნების“ აგენტები არიან. ზოგი ჭირი მარგებელია, რადგან „რუსულმა ოცნებამ“ თავად გაშიფრა საკუთარი აგენტურა საქართველოში!" - წერს ოქრიაშვილი.
2 სექტემბერს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, თამარ ტყეშელაშვილმა განაცხადა, რომ რეესტრში 469 ორგანიზაცია დარეგისტრირდა, რაც ორგანიზაციების სრული რაოდენობის 2%-იც კი არ არის.
0
0